Tuesday, June 9, 2009

ქალაქ გორის განუყრელ ნაწილს წარმოადგენს გორის ციხე. ციხის ნანგრევებზე სხვადასხვა დროის მრავალი ფენა განირჩევა,მაგრამ თვით ძველი ქალაქის კვალი თითქმის მთლად წაშლილია ახალი განაშენიანებით.

გორის ციხის პირვანდელი ისტორიის შესახებ ჩვენ მხოლოდ არქეოლოგიური მონაცემები გაგვაჩნია,ხოლო მე–13 საუკუნიდან კი ცნობები შემოუნახავთ ისტორიკოს–მემატიანეებსა და უცხოელ მოგზაურებს.

გორის ციხე ერთ–ერთი უდიდესი ციხე–სიმაგრე იყო მთელ საქართველოში და მტრის თავდასხმის დროს ის არა მარტო ქალაქ გორის,არამედ მახლობელი სოფლების მცხოვრებთა თავშესაფარს წარმოადგენდა. ციხე ყოველთვის იყო ქართველთა ვაჟკაცობისა და მამაცობის სიმბოლო.

No comments:

Post a Comment